ირაკლი კაკაბაძე მიხეილ სააკაშვილზე: არანაირი ლოგიკა არ არის კაციჭამია გამოიყვანო ციხიდან, მხოლოდ იმიტომ რომ ის პოლიტიკოსია

ჰოდა ჭამოს ლობიანი ციხეში ამ გრუ-ს ლეიტენანტმა და ქვეყნის მოღალატემ. პრეზიდენტები ბევრ ქვეყანაში დაიჭირეს სამართლიანად – სარკოზიც პოლიტპატიმარი გამოდის ამ ლოგიკით, ფუხიმორიც, პინოჩეტიც, და მარკოსიც და იდი ამინიც პოლიტიკური დევნილი იყო. არანაირი ლოგიკა არ არის კაციჭამია გამოიყვანო ციხიდან, მხოლოდ იმიტომ რომ ის პოლიტიკოსია. – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალი ირაკლი კაკაბაძე წერს.

“მაშინ რა დააშავეს მუშებმა, გლეხებმა, მწერლებმა, პოეტებმა, ეკოლოგებმა, ფერმერებმა, რომლებსაც ასეულ ათასობით ყრიდა ეს კაცი ციხეში და აწამებდა! ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი – პოლიტკოსმაც და არა პოლიტიკოსმაც. პოლიტიკოსობა დღეს ინდულგენცია არ არის – ის პირიქით დამამძიმებელი გარემოებაა! ეს კაცი იყო რომელიც ხერხემლებს უმტვრევდა პატიმრებს და ამ კაცმა დაიჭირა და აწამა ლექსის კითხვისთვის ზურა რთველიაშვილი და ყველა დანარჩენი! ამ კაცმა გააპრავა სანდრო გირგვლიანის, ვაზაგაშვლის, ბუტა რობაქიძის და უამრავი ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობა! ამ კაცმა ჩააბარა პუტინს ქვეყნის ერთი მეხუთედი Tავის მასწავლებელ შევარდნაძესთან ერთად. და პოლიტიკოსმა რატომ არ უნდა აგოს პასუხი დანაშაულზე? ანუ ის პრივილეგირებულია?” – წერს ირაკლი კაკაბაძე “ფეისბუქში”

შეგახსენებთ, მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავის №12 ციხეში შეასახლეს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა “მთავარ არხთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა – იკოთზე გეახელით ლობიანს-დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და სამწუხაროდ, მხოლოდ 1 ცალის შეჭმა მოვასწარი

კომენტარები
იტვირთება...