ირაკლი იმნაიშვილი: დღევანდელი “ღამის კურიერი” ეთერიდან მოვხსენით, არ გვინდა საფრთხის ქვეშ დავაყენოთ სხვები

დღევანდელი “ღამის კურიერი” ეთერიდან მოვხსენით, არ გვინდა საფრთხის ქვეშ დავაყენოთ სხვები, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი იმნაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“ამ წუთებში მიმდინარეობს მუშაობა დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ჩვენ შესაბამის პროტოკოლს დავნერგავთ იმისათვის, რომ ეთერი არ გაჩერდეს. დღევანდელ ეთერზე სამწუხაროდ ეს აისახა. დღეს ‘ღამის კურიერი’ იყო დაგეგმილი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადაცემა დღეს მოგვეხსნა ეთერიდან. იმ უბრალო მიზეზის გამო, ჯერ არ გვაქვს შეფასებული რისკები ბოლომდე და არ გვინდა, რომ ჩვენი ოპერაციით საფრთხის ქვეშ დავაყენოთ სხვები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეთერი შენარჩუნდეს. მოგვიანებით უფრო მეტ ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ ჩვენს ვებგვერდზე”, – განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად