ირაკლი გიორგობიანი: დამერწმუნეთ, კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობა მინიმუმ 15 000-ია

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი გიორგობიანმა ტვ „პირველის” ეთერში განაცხადა.

„ვიცით, რომ დღეს 4700 ადამიანს ადამიანზეა საუბარი. დამერწმუნეთ, რომ ეს არის მინიმუმ 15000 ადამიანი. იქედან გამომდინარე რომ გამოვლენა ვერ ხდება. საავადმყოფოები და ლაბორატორიები გადატვირთულია. არ არის საწოლები, რომ დავაწვინოთ ადამიანები რეანიმაციასა თუ თერაპიულ განყოფილებებში.
პირველადი ჯანდაცვა, ოჯახის ექიმი უნდა ყოფილიყო გადამზადებული ასეთი საგანგებო მდგომარეობისთვის, რაც არ მოხდა და ბევრი პაციენტი მირეკავს, ისიც კი არ იციან სად იპოვონ ოჯახის ექიმი რომ მიაკითხონ”, – განაცხადა გიორგობიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად