ღლონტი: ფონდის შექმნაზე ვფიქრობ, სადაც მოხდება ფინანსების აკუმულირება ახალი ტელევიზიისთვის

ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართალის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში წერს.

“ძალიან ბევრს ვფიქრობ ფონდის შექმნაზე, რომელიც იზრუნებს საჭირო ფინანსების აკუმულირებაზე, რათა საქართველოში კვლავ ისმოდეს კრიტიკული და თავისუფალი ხმა და ახალი ტელეკომპანიის მესაკუთრე ვიყოთ თითოეული დონორი, ნაცვლად ერთი ან ორი პირისა.

გთხოვთ, გამიზიარეთ მოსაზრებები და თუ არსებობს მზადყოფნა მოვამზადებ იურიდიულ საფუძვლებს და შევქმნი პლატფორმას თავისუფალი სიტყვის ახალი ფლაგმანის – ახალი ტელეკომპანიის შესაქმნელად” – წერს ირაკლი ღლონტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად