ირაკლი ღარიბაშვილმა შს და საგარეო საქმეთა მინისტრებს შვეიცარიის ელჩთან შეხვედრა დაავალა

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს და საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს შვეიცარიის ელჩთან გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრა დაავალა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მინისტრები უნდა გაერკვნენ, შეესაბამება თუ არა რეალობას ფაქტები, რომლებიც ელჩმა გააჟღერა. ელჩმა რამდენიმე დღის წინ კორუფციის ნიშნებზე და სასამართლოს დამოუკიდებლობის დონეზე ისაუბრა.

"ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანა და მთავრობა, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის ფარგლებში და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩი.

აღიარება, რომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა და ხელისუფლება, ჩვენ მოვიპოვეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში და ამიტომ ჩემთვის თითოეული კითხვის ნიშანი მნიშვნელოვანია. გთხოვთ, გაარკვიოთ ბოლომდე, კონკრეტული ფაქტების დონეზე შეისწავლოთ თითოეული საკითხი და თუ საჭიროა შინაგან საქმეთა მინისტრიც ჩაერთოს. მზად ვარ, დავინტერესდე ამ ფაქტით, თუ ასეთი რეალურად არსებობს", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად