ირაკლი ღარიბაშვილმა და დავით ნარმანიამ თბილისის ნაძვის ხე გაანათეს (ვიდეო)

საქართველოს პრემიერმინისტრმა და თბილსის მერმა რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვის ხე გაანთეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა და დავით ნარმანიამ ნაძვის ხე შვილებთან ერთად გაანათეს და მოსახლეობას დამდეგი შობა და ახალი წელი მიულოცეს.

”მინდა გისურვოთ ყველას მშვიდობა, გისურვოთ სიყვარული და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებს და ჩვენს შვილებს. ვიცი, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა დღეს ქვეყანაში. ამიტომ საჭიროა 24 საათიანი შრომა. მე მჯერა ჩვენი უკეთესი მომავლის, თუ ერთად დავდგებით, თუ მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ, ჩვენ აუცილებლად გავაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას და შევქმნით ერთიან, ძლიერ სახელმწიფოს"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემირმა მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშსაც გამოეხმაურა და ამ დღეს ისტორიული უწოდა.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...