ირაკლი ღარიბაშვილმა ანგელა მერკელს დაბადების დღე მიულოცა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს დაბადების დღეს ულოცავს. 

როგორც მისალოც წერილში ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, საქართველო იმედის თვალით შეჰყურებს ანგელა მერკელის საქართველოშ დაგეგმილ ვიზიტს და იმედოვნებენ, რომ ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-გერმანიის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში. 

"ძვირფასო კანცლერო, გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს თქვენს პროფესიულ და პირად ცხოვრებაში.

ვსარგებლობ ამ განსაკუთრებული შემთხვევით და მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ პირადად უცხადებთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე თქვენი დახმარებისთვის დემოკრატიული განვითარების პროცესში, რომლის მისაღწევად ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ. ჩემთვის სასიხარულოა, რომ მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ვითარდება და ღრმავდება ორივე მხარის ერთობლივი ძალისხმევისა და მიღწევების შედეგად.

საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი იმედის თვალით შეჰყურებენ თქვენს ვიზიტს საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს გერმანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოსადმი, განსაკუთრებით საერთო გამოწვევების არსებობის პირობებში. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-გერმანიის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში.

თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში",-აღნიშნულია მისალოც წერილში. 

კომენტარები
იტვირთება...