თურქული პრესა ქართველი მაშველების მიერ ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალის ცოცხლად ამოყვანაზე წერს.

საქართველოდან ადიამანში ჩასულმა სპეციალურად გაწვრთნილმა მაშველთა ბრიგადამ მთელი ღამის განმავლობაში წარმოებული სამაშველო  სამუშაოების შედეგად ახალგაზრდა ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანა, - წერს პორტალი gazeterize.

როგორც gazeterize აღნიშნავს, საქართველოდან  თურქეთში მაშველთა 60-კაციანი ბრიგადაა ჩამოსული და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით უახლოეს საათებში დამატებით კიდევ 40 მაშველი გაიგზავნება