ირაკლი ღარიბაშვილი: ვანო მერაბიშვილი თავად არის დამხობილი

“დღეს რომ ბედავს ასეთი განცხადების გაკეთებას, რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია”-ამის შესახებ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან, ვანო მერაბიშვილის გათავისუფელბაზე საუბრისას განაცხადა.

” არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, არც მოხდება. ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ახსოვთ, როგორც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ბოროტი დანაშული სისტემის, რომელიც მან შექმნა, სააკაშვილთან ერთად .

არაფერი არ მომხდარა. ის რომ დღეს კიდევ ბედავს ეს კრიმინალი და ერთ-ერთი სახე ამ გარყვნილი ბიძნური სისტემის, რომელიც მან შექმნა წლების განმავლობაში, ესენი მართავდნენ ასეთი დანაშაულებრივი რეჟმით.

დღეს რომ ბედავს ასეთი განცხადების გაკეთებას, რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია. ის თავად არის დამხობილი, ამიტომ არ მინდა დამხობილ ადამიანზე ვისაუბრო “-ამბობს ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა: „წლის ბოლომდე დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ციხის კარი ყველა პოლიტპატიმრისთვის ფართოდ გაიღება“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად