ირაკლი ღარიბაშვილი: ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განიხილება

„ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან არის უცვლელი. ეს არის წითელი ხაზი, ეს არის საკითხი რომელიც არ განიხილება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“მე ეს გუშინ შეხვედრაზე დავაფიქსირე, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდე არჩევნების მოთხოვნის არ არსებობს ქვეყანაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...