ირაკლი ღარიბაშვილი წლის პირველ ნახევარში იტალიას ეწვევა

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, იგეგმება პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი იტალიაში, ვიზიტის ფარგლებში ის იტალიელ კოლეგას შეხვდება და გაიმართება ბიზნეს-ფორუმი,-ამის შესახებ “აიპრესთან” ინტერვიუში საქართველოს ელჩმა იტალიაში კახა სიხარულიძემ განაცხადა. 

“ოფიციალური ვიზიტი იქნება პრემიერ-მინისტრის, ამაში ძალიან მეხმარება და საერთოდ სამაგალითო ურთიერთობა გვაქვს მე და საქართველოში იტალიის ელჩს ფედერიკა ფავის, რომელიც ასევე აქტიურად მუშაობს ამ ვიზიტთან დაკავშირებით. ბიზნეს-ფორუმი იქნება ძალიან წარმომადგენლობითი, აქტიურად არის მზადების პროცესში ჩართული ეკონომიკის სამინისტრო. რაც შეეხება ზუსტ თარიღს, ეს დამოკიდებულია პრემიერის გრაფიკზე და იტალიის პრემიერის გრაფიკზე”,-განაცხადა კახა სიხარულიძემ.

ამასთან, როგორც ინტერვიუში სიხარულიძემ აღნიშნა, ამ ვიზიტის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

“ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდება, ვიდრე იყო. გასულ წელს გავაკეთეთ ქართული კულტურის დღეები იტალიაში, ქართული ღვინის კვირეული ჩატარდა, ეს ტარდებოდა ქართული კულტურისა და ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით. ასევე ძალიან ინტენსიურია კულტურული ურთიერთობები ქვეყნებს შორის. გასულ წელს ჩავატარეთ ქართული კინოს, კულტურის კვირეული. აქ შედგა პოეტ დავით მაღრაძის სერიოზული ღონისძიება კალაბრიის რეგიონში, შედგა ასევე დათო ტურაშვილის წიგნის პრეზენტაცია რომში”,-აღნიშნა სიხარულიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად