ირაკლი ღარიბაშვილი: ტყუილია ის, რომ პოლიციელების ხელფასი არ გაზრდილა

მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ პოლიციელებს ხელფასი არ გაზრდიათ. მან მოუწოდა ფინანსტა მინისტრს, ნოდარ ხადურს მოუწოდა იმისთვის, რომ მოსახლეობა არ იქნას შეყვანილი შეცდომაში, მიაწოდოს სწორი ინფორმაცია. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით პოლიციელების ხელფასი 106 მილიონი ლარით არის გაზრდილი. 

„კოლეგებო, გთხოვთ ეს გააგებინოთ, რადგან აჟიოტაჟია ატეხილი. ფაქტობრივად არაფერია გაზრდილი, გარდა პოლიციის, ჯარის, ექიმებისა და მასწავლებლების ხელფასების. მოსახლეობას უნდა განვუმარტოთ, წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული პრაქტიკა, თანამშრომლებს ერიცხებოდა ხელფასი, დანამატი და პრემია, ერთი კომპონენტი პრემია დავარეგულირეთ და ხდება ხელფასის და დანამატის გაცემა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...