ირაკლი ღარიბაშვილი ტოგოს რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი ტოგოს რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 

"ირაკლი ღარიბაშვილმა ფორ ესოზიმნა გნასინგბეს არაღიარების პოლიტიკისთვის, ასევე დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


შეხვედრას, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაეწრო", – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციას.

კომენტარები
იტვირთება...