ირაკლი ღარიბაშვილი: სწორედ ჩვენი მთავრობის ხელშეწყობით გავხსენით ბაზრები ჩვენი ფერმერებისთვის და ბიზნესებისთვის

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გაიხსნა ევროკავშირის, რუსეთის და ჩინეთის ბაზრები, რაც აისხა კომპანიების, მეღვინეების და ფერმერების კეთილდღეობაზე.

სწორედ ჩვენი მთავრობის ხელშეწყობით ჩვენ გავხსენით ბაზრები ჩვენი ფერმერებისთვის, ჩვენი ბიზნესებისთვის. მაგალითად, 2012 წელს დაკეტილი იყო ყველა ბაზარი პრაქტიკულად. პირველ რიგში რა თქმა უნდა, უნდ აღვნიშნო – ევროკავშირის ბაზარი, რომელთანაც ჩვენ გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარი გახდა ხელმისაწვდომი ჩვენი მეღვინეებისთვის, რომ ყოველგვარი ტარიფის გარშე გაიტანონ საკუთარი პროდუქცია. მეორე – რუსეთის ბაზარი გავხსენით, რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეღვინეებისთვის. ჩინეთის ბაზარი – ჩინეთთანაც მოვაწერეთ ჩვენ ხელი ტავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. ეს ყველაფერი ჯამში რა თქმა უნდა აისახა ჩვენი კომპანიების, მეღვინეების და ფერმერების კეთილდღეობაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები
იტვირთება...