ირაკლი ღარიბაშვილი სომეხ კოლეგა ჰოვიკ აბრაჰამიანს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს სომეხი კოლეგა ჰოვიკ აბრაჰამიანი დაუკავშირდა და  ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის, ანატოლი ბიბილოვისა და სომხეთის პარლამენტის სპიკერის, გალუსტ საჰაკიანის შეხვედრის შესახებ ესაუბრა.

როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სატელეფონო საუბრისას განუმარტა, ანატოლი ბიბილოვი ყარაბაღში არასამუშაო დღეს, კერძო ვიზიტით იმყოფებოდა და გალუსტ საჰაკიანთან  პირადი  ხასიათის არაფორმალური  კომუნიკაცია შედგა.  შეხვედრაზე საქმიანი თემები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები,  განხილული არ ყოფილა. 

ჰოვიკ აბრაჰამიანმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და ხაზი გაუსვა საქართველოსადმი სომხეთის კეთილმეზობლურ და მეგრობულ დამოკიდებულებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...