ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელის ინიციატივაზე: მზად ვარ ოპოზიციასთან შეხვედრას დავესწრო

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივაზე განაცხადა, რომ ის მზადაა ოპოზციიას შეხვდეს.

“მე მინდა გამოვეხმაურო ევროსაბჭოს პრეზიდენტის ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მე მინდა აქვე  საჯაროდ განვაცხადაო, რომ მე მზად ვარ ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო მონაწილეობა”, – განაცხადა ირაკლი  ღარიბაშვილმა ბრიფინგზე.

ცნობისთვის, შარლ მიშელმა განაცხადა:  დღეს საღამოს ყველა მხარეს ვიწვევ, დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეთ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...