ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს განახლებადი რესურსების განვითარებას ენერგეტიკაში

NULL

 

პარიზში გამართულ გარემოს დაცვით კონფერენციაზე მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ეროვნულ საკანონმდებლო დოკუმენტებზე, რომლებშიც ინტეგრირებულია კლიმატური ცვლილებების საკითხები.

პრემიერის შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო, უზარმაზარი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის წყალობით, ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად განახლებადი ენერგორესურსების 80 პროცენტს იყენებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს განახლებადი ენერგორესურსების განვითარებას ენერგეტიკაში და ამ მიზნით ახალი სტრატეგიაც შეიმუშავა.

პრემიერის თქმით, ეს ინიციატივები ევროკავშირთან ასოცირების კონტექსტში კიდევ უფრო გაძლიერდება. პრემიერ-მინისტრმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ის როლი, რომლის შესრულებაც ქალაქებს კლიმატური ცვლილებების ეფექტიანი შემცირების კუთხით შეუძლიათ.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, კონფერენციაზე მიღწეული იქნება ახალი საერთაშორისო შეთანხმება კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც იქნება საკმარისად ამბიციური, იმისთვის, რომ უზრუნველყოს გლობალური დათბობის 2-გრადუსიანი მაქსიმალური მაჩვენებლის ქვევით შენარჩუნება.

„ამ შეთანხმების მიღწევას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. უთანხმოება წარუმატებლობის ტოლფასი იქნება. გარწმუნებთ,საქართველო, როგორც ნამდვილი ლიდერი, გააგრძელებს შესაბამის საქმიანობას და მდგრად მომავალზე ზრუნვის საქმეში იქნება თქვენი სანდო და ამბიციური პარტნიორი, რომელიც იცავს ჩვენს საერთო კლიმატსა და გარემოს“, -მიმართა პრემიერ-მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა COP21-ის მონაწილეებს მიმართა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად