ირაკლი ღარიბაშვილი: სამწუხაროა, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გამოიყენეს პირადი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის

მინდა მწუხარება გამოვთქვა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. სამწუხაროა, რომ მისი გარდაცვალება გამოიყენეს პირადი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

„მინდა მწუხარება გამოვთქვა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. სამწუხაროა, რომ მისი გარდაცვალება გამოიყენეს პირადი, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის და გახსოვთ, როგორი აქციები წამოიწყეს, რის გამო, რა შუაში იყო. კითხვა მაქვს უბრალოდ, მაშინ მეძახდნენ ხან მკვლელს, ხან მოძალადეს, ა.შ. გავიდა რამდენიმე დღე და გაირკვა, ხომ ვნახეთ, ყველამ ნახა, რა იყო და როგორ იყო. აქ რა შუაში იყო, ან სახელმწიფოს როლი, ან ჩემი როლი, ან ვინმეს როლი. რატომ იყო ეს მთელი აჟიოტაჟი და კამპანია ატეხილი. ეს ყველაფერი ხომ პოლიტიკური იყო. მერე გავიხსენე, რომ გამოვიდნენ, საპატრიარქოს წინააღმდეგ დაიწყეს, სკანდირებდნენ პატრიარქის, ეკლესიის წინააღმდეგ. რატომ – ეს არის პირდაპირ შურისძიება, რომ ვერ გაუვიდათ ვერც ლგბტ-ს, მარში პროვოკაცია, იმიტომ, რომ შევეწინააღმდეგეთ ჩვენ და ეკლესია ერთად დავდექით მაშინ, ვთქვათ პირდაპირ. ეს არის შურისძიება. იციან მათ ჩვენი ერთობა, ჩვენი დამოკიდებულება პატრიარქის, ეკლესიის მიმართ და ეს არის პირდაპირი, მიზანმიმართული შურისძიება. ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. არაფერი განსაკუთრებული. ლექსო ლაშქარავას სიკვდილი გამოიყენეს, სცადეს, პირადი ვიწრო ცუდი ინტერესების განსახორციელებლად.

მეგის ქარდავა, ახალაი და ვანო მერაბიშვილი, ბოკერია, მთელი ეს გებელსები და სადისტები სააკაშვილის მეთაურობით, ეს მაფიოზების ბანდა ჩვენზე, ერთ-ერთმა ადამიანმა თქვა, რომ ეს პოლიტიკური კანიბალები ჩვენს ვეგეტარიანულ მენიუს რომ იწუნებენ, შეიძლება ასე ითქვას, პოლიტიკური ვეგეტარიანელები ვართ ჩვენ მათთან შედარებით, რაზეა საერთოდ საუბარი. რომ შევადაროთ, მეგის ქარდავა იყო ჯარის, სამხედრო პოლიციის უფროსი და ატერორებდნენ ჯარს. პოლიციაში რა ხდებოდა, ყველგან, რა აქვთ ამ ადამიანებს სათქმელი. მე კრიტიკას მივიღებ თქვენგან, ნებისმიერი არაპოლიტიკურად ანგაჟირებული მოქალაქისგან, მაგრამ მათგან მე არ მივიღებ ამ კრიტიკას და არასდროს არ წავალ კომპრომისზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები
იტვირთება...