ირაკლი ღარიბაშვილი: როცა ანწუხელიძის მსგავსი გმირები თავგანწირვით იბრძოდნენ, ჩვენ ვნახეთ მთავარსარდლის სიმხდალე

როცა ანწუხელიძის მსგავსი გმირები თავგანწირვით იბრძოდნენ, ჩვენ ვნახეთ მთავარსარდლის სიმხდალე, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით განაცხადა.

“ჩვენ დღეს ვიმყოფებით ჩვენი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მუნიციპალიტეტში, დიდება მის სახელს და მის ხსოვნას. იმ დროს, როცა გიორგის მსგავსი გმირები თავგანწირვით იბრძოდნენ აგვისტოს ომში, ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ დიდი ეროვნული სირცხვილი, ყოფილი პრეზიდენტის და მთავარსარდლის სიმხდალე, რაც ქართველ კაცს არ ახასიათებს. აგვისტოს ომის შემდეგ რეპრესიების ის ტერორი, რაც ჩვენმა ხალხმა გადაიტანა არის ძალიან მძიმე წარსული, რომელიც აღარასოდეს აღარ დაბრუნება.

როდესაც ჩვენი გმირები იღუპებოდნენ ბრძოლის ველზე, ეს სამარცხვინო ადამიანი თავის მინისტრებთან ერთად ხუმრობდა, იცინოდა. მათთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა არც ომს, არც ტერიტორიების დაკარგვას და ოკუპაციას. 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ან უნდა გავაგრძელოთ გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება, რომელიც ჩვენს ხალხს ებოძა ან ისევ ამ მუდმივი დესტაბილიზაციის და ოკუპაციის ხანაში უნდა დავბრუნდეთ, არჩევანი თქვენზეა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად