ირაკლი ღარიბაშვილი: როცა 3 მილიონი ვაქცინა გვაქვს, ჩვენი სუვერენული არჩევანია, რა ვაქცინებიც ჩვენს მოსახლეობას უნდა, ის ვაქცინები შემოვიტანოთ

ჩვენ, მთავრობამ მოვახერხეთ და შემოვიტანეთ ამ მომენტისთვის საკმარისზე მეტი ვაქცინები, ყველანაირი ვაქცინა გვაქვს საქართველოში – „ფაიზერი“, დღეის მდგომარეობით გვაქვს კიდევ მილიონი დოზა, „სინოვაკი“, რომელიც ანალოგიურია, როგორიცაა „სინოფარმი“, კიდევ დამატებით 1 მილიონი „სინოფარმი“ მაქვს შეკვეთილი და ვმუშაობთ კიდევ 2 მილიონ „ფაიზერზე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ჭიათურაში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ასევე შემოტანილია „ასტრაზენეკა“, თუმცა ის ნაკლებად მოთხოვნადია.

„როგორც ჩვენი ექიმები და ეპიდემიოლოგები მეუბნებიან, „ასტრაზენეკა“ ნაკლებად მოთხოვნადი და პრიორიტეტულია ჩვენი მოსახლეობის მხრიდან. ქვეყანაში რომ არ იყოს ვაქცინები და ჩვენ ამ დროს გვეთქვა უარი, ეს იქნებოდა პირდაპირ დანაშაული, მაგრამ როცა 3 მილიონი ვაქცინა გვაქვს, ჩვენი სუვერენული არჩევანია, რა ვაქცინებიც ჩვენს მოსახლეობას უნდა, ის ვაქცინები უნდა შემოვიტანოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები
იტვირთება...