ირაკლი ღარიბაშვილი როს უილსონს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთანამშრომლობასა და ორი ქვეყნის საერთო ინტერესებზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო გეგმები. ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად