ირაკლი ღარიბაშვილი: როდესაც ჩვენი სამხედროები გმირულად იბრძოდნენ, ვნახეთ მაშინდელი მთავარსარდალი მიწაზე გართხმული იყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც გმირი ჯარისკაცების საფლავებს პატივი მიაგეს, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გმირი სამხედროების დაღუპვა, მაშინდელი მემკვიდრეობის შედეგია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს დაუტოვა. 

“მინდა, გმირი სამხედროების ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო, მათ თავი გასწირეს ჩვენი სამშობლოსათვის. აგვისტოს ომი ჩვენი ყველას ტრაგედიაა, რომელმაც უზარმაზარი ნგრევა და დესტაბილიზაცია მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ოკუპაცია გრძელდება და მისი შედეგები უმძიმესია ჩვენი მომავალი თაობისთვის. ჩვენი მთავრობა პრაგმატული პოლიტიკით ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ასეთი მძიმე განსაცდელი, არასოდეს განმეორდეს. ეს ტრაგედია აუცილებლად უნდა დასრულდეს.

დღეს აქ ვნახეთ გმირი სამხედროების ოჯახები, რომლებიც განადგურებულები არიან, ეს იმ მძიმე მემკვიდრეობის შედეგია, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ დაუტოვა ჩვენს მთავრობას. მახსოვს, უპასუხისმგებლო, მოღალატე პოლიტიკოსების განცხადებები და მათი მოღალატეობრივი ქმედებები ომის დროს, როდესაც ჩვენი სამხედროები გმირულად იბრძოდნენ, ვნახეთ მაშინდელი მთავარსარდალი მიწაზე გართხმული იყო”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად