ირაკლი ღარიბაშვილი: “ყველგან წავალ!”

"ჩემთვის ცოტა გაუგებარია და არასერიოზულია. ეს არის შეურაცხმყოფელიც კი ჩვენი ხალხისთვის",- ასეთი კომენტარი გააკეთა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  აშშ-ში, გაეროს გენერალურ ასამბლეაში გამგზავრებასთან ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით. სადაც ვიზიტით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც მიემგზავრება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "ჩვენ ყველას მოგვეთხოვება პასუხი ჩვენს ქმედებებზე. მე გაეროშიც, ნიუ იორკშიც და ნებისმიერ სხვა ადგილზე სადაც მივდივარ, იქ მივდივარ საქმის გასაკეთებლად. საქმეს ვაკეთებ, მე იქ არც სანახავად მივდივარ. პრემიერობამდე ხშირად მიმოგზაურია ნიუ იორკში და ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული ვიზიტი, მაგრამ როცა სჭირდება სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას, რა თქმა უნდა, ყველგან წავალ. თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ წავიდეს ნიუ იორკში, ან თუნდაც სხვა ქვეყანაში, მისი პასუხისმგებლობა, მისი გადასაწყვეტი იქნება, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. ასე რომ მე სხვა სპეკულაციებზე აღარ მსურს კომენტარის გაკეთება".

პრემიერის თქმით, გაეროში გასამგზავრებლად მთავრობას არანაირი ლობისტური კომპანია არ დაუქირავებია. 

"უჩვეულო და ახალი არაფერია, ჩვენი მთავრობა მესამე წელია აბსულუტურად გამჭვირვალედ, ყოველგვარი საიდუმლო გრიფის გარეშე ვაფორმებთ ხელშეკრულებას ლობისტურ კომპანიებთან და მიზერულ თანხებს ვიხდით ამაში. ეს დოკუმენტი არის საჯარო, თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ეს დოკუმენტი და ნახოთ ის სამუშაოები, რაც გასწია ამ ლობისტურმა კომპანიამ ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ქვეყნისთვის",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის გახსნისას. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...