ირაკლი ღარიბაშვილი: “პოზიტიური ტენდენციები იკვეთება ექსპორტის კუთხით”

პრემირმა ეკონომიკურ გუნდს მოუწოდა, მეტი ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას, ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მინდა ვისაუბრო ეკონომიკურ მდგომარეობაზე. 2 დღის წინ გამოქვეყნდა უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელიც ბოლო 11 წლის განმავლოაში არის ყველაზე დაბალი. გასული წლის განმავლობაში 33 100 სამუშაო ადგილი შეიქმნა. აქედან 90% მოდის სწორედ კერძო სექტორზე. გეტყვით რომ პოზიტიური ტენდენციები იკვეთება ექსპორტის კუთხით.

ველოდებით, რომ ამ სეზონზე გვექნება აქტიური ტურისტული სეზონი, გეტყვით, რომ აპრილის თვეში გვქონდა ეკონომიკური ზრდა, თუმცა ჯერ მონაცემები არ არის, მე არ მინდა ამასთან წინასწარი კომენტარი გავაკეთო. 

ჩვენ ინვესტიციების მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, დამატებითი ვალუტის შემოსვლაზე ვმუშაობთ. ვთხოვ ეკონომიკურ გუნდს, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას, რომ ეს განცდა, რომელიც არსებობს ქვეყანაში, გახდეს თვალსაჩინო ყველასთვის",-განაცხადა ღარიბაშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად