ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაშკევიჩს უმასპინძლა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავცრელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მარიუშ მაშკევიჩს და პოლონეთის საელჩოს, როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩოს საქართველოში, აქტიურობისა და ეფექტური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში პოლონეთის აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე SNGP-ის სამომავლო განვითარების პერსპექტივაზეც იმსჯელეს, რომელიც კონცენტრირებული იქნება მეტ დინამიურ, მიზნობრივ და ჰიბრიდულ მიდგომაზე და ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის შესაძლებლობების ზრდას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად