ირაკლი ღარიბაშვილი: პატრიარქის ჩართულობა სახელმწიფო საქმეებში უარღესად დიდი მნიშველობისაა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს უმასპინძლა. შეხვედრაზე პატრიარქმა განაცხადა, რომ ევროკომისიის დადებითი დასკვნა საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე ქართველი ხალხისთვის დიდი ზეიმია. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ პატრიარქის ჩართულობა სახელმწფიო საქმეებში მნიშვნელოვანია.

"საქართველოს პატრიარქის ჩართულობა სახელმწიფო საქმეებში უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა. "კარგად მახსოვს გასულ წელს, მაშინ როცა ჩვენმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ჩვენ ერთად ვიზეიმეთ ეს მნიშვნელოვანი და ისტორიული თარიღი – 27 ივნისი, მაშინ ქართველმა ხალხმა მოისმინა პატრიარქის დალოცვა, რაც ჩვენთვის უარღესად მნიშვნელოვანია.

გუშინ ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ევროკავშირში ვიზების გარეშე მოგზაურობას იმსახურებენ, ვფიქრობ, ეს ჩვენი ქვეყნის დიდი აღიარებაა. ეს არის ჩვენი მიღწევების დაფასება. მიმაჩნია, რომ ჩვენი ერი ამას ნამდვილად იმსახურებს, იმსახურებს იმას, რომ ყოველგვარი ბარიერის გარეშე ვიმოგზაუროთ ვაკეთოთ ბევრი კარგი საქმე ჩვენი ქვეყნსთვისა და ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"რა თქმა უნდა მე ვიზიარებს იმ აზრს, რომ ჩვენ ჩვენი მდიდარი კულტურით ფასეულობებით უნდა გავხდეთ ევროსტრუქტურების წევრი. ჩვენ სწორედ ასე ვმოქმედებთ. მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ნამდვილი გულშემატკივარია, ასევე ყველას გადავუხდის მადლობას, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა, ინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენს ცხოვრებაში იწყება ახალი ეტაპი. ვფიქრობ, ჩვენს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საშუალება ევროკავშირის გარდა ვიზების გარეშე იმოგზაურონ ასევე სხვა ქვეყნებშიც. ჩვენი მტავრობა კი ამის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს", – განაცხადა პრემიერმა.

 

ავტორი: მარიამ ვაჩნაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად