ირაკლი ღარიბაშვილი: მცხეთა-მთიანეთში 10 სოფლის ელექტროფიცირება მოხდა

NULL

მცხეთა-მთიანეთში 10 სოფლის ელექტროფიცირება მოხდა, – აღნიშნულის შესახებ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონში ყოფნისას განაცხადა. პრემიერმა გუდაურში შეკრებილ ბიზნესმენებს რეგიონის საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ მცხეთა-მთიანეთში ტურისტების რაოდენობის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა ობიექტებს რეაბილიტაცია უტარდება.

“2013-2014 წლებში სინათლე ყველა სოფელს პროექტის ფარგლებში ელექტროფიცირდა რეგიონის უშუქოდ დარჩენილი 10 სოფელი. ამ სოფლების მოსახლეობას ელექტროენერგია 20 წელზე მეტი არ მიეწოდებოდათ, დღეს კი სოფლებში მცხოვრები 200 ოჯახი ელექტროენერგიას მოიხმარს.

ასევე მინდა ვისაუბრო ჰიდროელექტროსადგურებზე: ჩვენ რეგიონში სამი ჰესის გახსნა მოვახერხეთ, ესენია: არაგვიჰესი, ლარსიჰესი და ყაზბეგიჰესი. პროექტების მშენებლობის ეტაპზე 350 ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა შორის აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა. ჰიდროელექტროსადგურების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 113 მილიონ დოლარს შეადგენდა

იცით, რომ ჩვენ ვახორციელებთ პროგრამას აწარმოე საქართველოში, რომლის ფარგლებშიც რეგიონში შეიქმნა ოთხი საწარმო, რომელთაც სახელმწიფოსგან გადაეცათ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობები და შენობა – ნაგებობები. მოსალოდნელი ინვესტიცია მილიონ-ნახევარზე მეტია” – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...