ირაკლი ღარიბაშვილი: მოქმედი შეზღუდვების 80% ამ კვირაში შემსუბუქდება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება ამ კვირიდანვე ამოქმედდება.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა და განმარტა, რომ ოთხშაბათს, პრემიერ მინისტრის რანგში საკოორდინაციო საბჭოისთან პირველ სხდომას გამართავს, რის შემდგაც გამოცხადდება კონკრეტული ღონისძიებები.

“ჩვენ ამ კვირაში, ოთხშაბათს გვექნება პირველი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც გამოვაცხადებთ კონკრეტული შემსუბუქების ღონისძიებებს. თქვენ მიერ დაყენებული საკითხების 80 პროცენტი, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გადაწყვეტილი იქნება. შემსუბუქებები ამ კვირიდანვე  ამოქმედდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...