ირაკლი ღარიბაშვილი: მე ოპოზიციას არ ვებრძვი, ვებრძვი მათ, ვინც ჩვენი ისტორიული მიწები გაყიდა (ვიდეო)

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენელს ალეკო ელისაშვილი ნაციონალურ მოძრაობის კომპექსიდან გამოსვლისკენ მოუწოდა.

“მე არ ვებრძვი ოპოზიციას და თქვენ ნუ ხართ აყოლილი, გამოდით ამ ნაციონალურ მოძრაობის კომპლექსიდან. მე ოპოზიციას კი არ ვებრძვი, მე ვებრძვი იმ ადამიანებს ვინც უზარმაზარი ზიანი, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ჩვენ სახელმწიფოს. ვინც ტერიტორიები დაგვაკარგინა, ვინც გაყიდა ჩვენი ისტორიული მიწები, ვინც ასიათასობით ჩვენს მოქალაქეს პატივი, ნამუსი და ღირსებ აყარა. ვინ ბიზნესები დაანგრია, აწამა ჩვენი მოსახლეობა. აი, ამ ხალხს ვებრძვი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მე, რიგითი პოლიტიკოსი და მოქალაქე, ასეთი ანტისახელმწიფოებრივი მოაზროვნე, ჩვენი ქვეყნის მტრები, ვერასდროს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

როდის დაინახეთ, რომ მე ვებრძვი ოპოზიციას, მე ვებრძვი ჩემი ქვეყნის მტრებს” – ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ალეკო ელისაშვილის კითხვას. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...