ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობა მინისტრ გომელაურს, მთელ პოლიციას, რადგან მათ დაიცვეს სახელმწიფო ღირსება და სტაბილურობა

“მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს და მთელ პოლიციას”.
ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებისას განაცხადა.

“დღეს ჩვენმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი. დღეს ჩვენ გავხდით მომსწრე იმისა, რომ ვართ სამართლებრივი, ძლიერი სახელმწიფო. მთავრობის სახელით, მადლობა მინდა გადავუხადო მინისტრ გომელაურს, მადლობა მთელ პოლიციას, რადგან მათ დაიცვეს სახელმწიფო ღირსება, დაიცვეს სტაბილურობა და კიდევ ერთხელ ყველას შევახსენებ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია რამდენიმე საათის წინ პარტიის ცენტრალურ ოფისში დააკავეს.
ნიკა მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია შსს-მ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დილიდან დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...