ირაკლი ღარიბაშვილი: “კვიტაშვილმა საქართველოს ჯანდაცვა დაანგრია”

საქართველოს პრემიერმინისტრი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გერმანული Die Welt-ისათვის მიცემულ ინტერვიუს აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტის შეკიტხვაზე, თუ როგორი რეაქცია აქვთ საქართველოში, ყოფილი მთავრობის წევრების უკრაინის პოლიტიკაში გამოჩენაზე, პრემიერმა განაცხადა, რომ ის უკრაინელ მეგობრებს არასდროს ურჩევდა, ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის მთავრობაში მიწვევას. 

 

"მე არასოდეს ვურჩევდი ჩემს უკრაინელ მეგობრებს, ჩვენი ყოფილი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი კვიტაშვილი მთავრობაში მიეწვიათ. მან ჩვენს ყოფილ პრეზიდენტთან ერთად საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემა დაანგრია. ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ადეიშვილის წინააღმდეგ, რომელიც ამჟამად უკრაინაში მუშაობს, საქართველოში გამოძიება მიმდინარეობს, მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ეკა ზღულაძე სამინისტროს სახე იყო მაშინ, როცა ადამიანებს აწამებდნენ. მაგრამ ეს უკრაინელების არჩევანია. მე არ მინდა, რომ ერთ დღეს მათ იმედები გაუცრუვდეთ" – განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად