ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფალი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ტერიტორიების დაკარგვას, არ იმსახურებს პოლიტიკაში დარჩენას

ამის შესახებ განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”, მიერ მოსახლეობისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით,  ღირსეული მომავალი არ იქმნება ერთი ადამიანის ან ჯგუფის მიერ.

„ეს იქმნება ქართველ ხალხთან ერთად. 2012 წელს სწორედ ასეთი არჩევანის წინაშე იდგა ქართველი ხალხი და მაშინ გამოჩნდა ადამიანი, კაცი, რომელმაც მობილიზება გაუკეთე სრულიად საქართველოს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. თქვენთან ერთად, ოცნების მეომრებო, შეძლო შეუძლებელი და დაამარცხა მოძალადე, მკვლელი და მჩაგვრელი სისტემა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ამ თემაზე სასაუბროსდ იგი დღეს არ მისულა მათთან, მაგრამ თუ დაივიწყებენ წარსულს, დადგება იმის საფრთხე, რომ მოსახლეობა, ქვეყანა დადგეს იმ დიდი განსაცდელის წინაშე, რომელიც 12 წლის წინ ქვეყანამ გამოსცადა.

„ტრაგედია, 2008 წლის აგვისტოს ომი არის ის დიდი ტკივილი, ის უბედურება, რომელიც სააკაშვილის მჩაგვრელმა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ჩვენს ღირსეულ ხალხს. შედეგად ჩვენ მივიღეთ ათაიათასობით დევნილი მოსახლეობა. 199-ზე მეტი დაკარგული სოფელი, ოკუპირებული ტერიტორიების დაკანონება და ოკუპანტის დაბრუნება საქართველოში. ეს რის მზიმე მემკვიდრეობა. ხელისუფალი და ის გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ჩვენი ქართული ძირძველი ტერიტორიების დაკარგვას და ოკუპაციას, რა თქმა უნდა, ის არ იმსახურებს, არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, პოლიტიკაში დარჩენას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისათვის: ერეკლე მეფის სასახლის შიდა ეზოში, პოლიტიკური გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად