ირაკლი ღარიბაშვილი: ჯანდაცვის პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამად ჯანდაცვის პროგრამას ასახელებს.

„წინა ხელისუფლების პირობებში წლების განმავლობაში დამკვიდრებული აზრი იყო, რომ არ საუბრობდნენ პრობლემების არსებობაზე და მოსახლეობას ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად არის, თუმცა რეალური სურათი იყო განსხვავებული. 2 წლის წინ მთავრობამ დაიწყო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება და სულ რაღაც 2 წლის წინ ჩვენს მოსახლეობას არ ჰქონდა ელემენტარული პირობები, მათ შორის წამლის ყიდვის, ოპერაციის გაკეთების შესაძლებლობა, მათ უწევდათ სახლების, მანქანების გაყიდვა უწევდა და ხშირად ეს მცდელობა ფატალურად სრულდებოდა. „ქართული ოცნების“ ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სამინისტროს ბიუჯეტი 1,2 მლრდ ლარით გავზარდეთ, აქედან ჯანდაცვაზე მოდის 600 მლნ-ზე მეტი, შედეგად ახლა არცერთი მოქალაქე არ არის დაზღვევის გარეშე და სახელმწიფო ფარავს მათი მკურნალობის ხარჯებს“, – განაცხადა ღარიბაშილმა გადაცემაში "20/30".

მისივე თქმით, ქვეყანაში უკვე მესამე წელია დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცესს ახორციელებს მთავრობა და ეს საზოგადოებისთვის მნიშნელოვანი შეღავათია, ამ პროცესისი შედეგად მოსახლეობას 280 მლნ ლარი დაუბრუნდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად