ირაკლი ღარიბაშვილი: „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარების უწყვეტობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენს ერთობლივ მზადყოფნას, მტკიცედ გავაგრძელოთ საერთო ღირებულებების დაცვა

„მსოფლიოში მიმდინარე უხილავი გამოწვევის ფონზე, „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარების უწყვეტობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენს ერთობლივ მზადყოფნას, წინააღმდეგობების მიუხედავად, მტკიცედ გავაგრძელოთ საერთო ღირებულებების დაცვა“, – განაცხადა მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. მან მადლობა გადაუხადა სამხედრო სწავლებაში მონაწილე 2700-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც გლობალური პანდემიის მიუხედავად, სწავლების მთავარმა გზავნილმა – „ძალა პარტნიორობაშია“ გააერთიანა.

„მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, აშშ-ის ევროპულ სარდლობას და სწავლებაში მონაწილე საქართველოს, ამერიკის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და პოლონეთის თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაური, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად