ირაკლი ღარიბაშვილი EUMM-ის ხელმძღვანელს კიასტუტის იანკაუსკასს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს კიასტუტის იანკაუსკასს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრის მთავარი თემა იყო სადამკვირვებლო მისიის წვლილი რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

მხარეებმა კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ევროკავშირის დამკვირვებლების როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში.

შეხვედრისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირთან პარტნიორობის გაძლიერებისა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მიმართულებით.

ელჩი კიასტუტის იანკაუსკასი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად 2014წლის 19 დეკემბერს დაინიშნა. ლიტველმა დიპლომატმა აღნიშნულ პოზიციაზე ტოივო კლაარი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად