ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გარდამტეხი ეტაპი დაიწყო

პრემიერმინისტრმა და დედაქალაქის მერმა თბილისის მთავარი ნაძვის ხე, რომლის სიმაღლე 22 მეტრია, გაანათეს. ირაკლი ღარიბაშვილი და დავით ნარმანია რუსთაველზე შვილებთან ერთად მივიდნენ და მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია კიდევ ერთხელ მიულოცეს. 

„მე მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და შობა. ასევე მინდა ყველას მოგილოცოთ გუშინდელი დღე. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დაიწყო გარდამტეხი ეტაპი. ჩვენ ერთად გარღვევა მოვახდინეთ. გუშინ ჩვენი სახელმწიფო ევროპის კავშირმა აღიარა, როგორც თანამედროვე ძლიერი ევროპული ტიპის სახელმწიფო, რომლის მოქალაქეებიც იმსახურებენ უვიზოდ მიმოსვლას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ეს არის აღიარებაა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის და ჩვენი სახელმწიფოსი. 

ვფიქრობ, რომ წელს ქალაქი გვაქვს ძალიან ლამაზად მორთული, განახლებული ნაძვის ხე, მორთული ქალაქი, ასევე განათებული ანძა.

გილოცავთ დამდეგს, მინდა გისურვოთ, მშვიდობა, სიყვარული და კეთილდღეობა. ვიცი, რომ ბევრი ოჯახი ხვდება გაჭირვებაში, ვიცი რომ ძალიან ბევრი პრობლემაა დღეს ქვეყანაში, მე ეს ძალიან კარგად მესმის, ამიტომ საჭიროა 24 საათიანი შრომა.

მჯერა ჩვენი უკეთესი მომავლის. მჯერა, რომ ყველანი ერთად თუ მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ ჩვენ აუცილებლად გავაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს და შევქმნით ერთიან ძლიერ სახელმწიფოს,“ – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

 

ავტორი: ნათია მაჭარაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...