ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის წასვლა ყველასთვის გამოწვევაა – შევძლებთ, ყველა პრობლემას სათანადოდ ვუპასუხოთ

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი ღარიბაშილმა ჟურნალისტებთან პარტიის დღევანდელი ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მინდა პირველ რიგში, მივულოცო პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა. ასევე მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ როგორც ერთიანი გუნდი, სრულად იღებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და სხვა საკითხებზე. ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ, ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ ამ გამოწვევებიდან და ყველა პრობლემა დავძლიოთ. ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, რომელსაც უკვე მესამედ გამოუცხადა ნდობა მოსახლეობამ და ამ ნდობას მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის წასვლა ყველასთვის გამოწვევაა, ვინაიდან ის არის პარტიის დამფუძნებელი და ყველა გამარჯვების მთავარი სულისჩამდგმელია. ამავდროულად, ჩვენ დღეს გვყავს ერთიანი ძლიერი გუნდი და შევძლებთ, ყველა პრობლემას სათანადოდ ვუპასუხოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად