ირაკლი ღარიბაშვილი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ აშრაფ ღანი აჰმაძაისთან. – ამის შესახებ განცხადებას პრემიერმინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

"მხარეებმა საქართველო-ავღანეთის ურთიერთობების საკითხებზე  ისაუბრეს და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტოპოტენციალსა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე.

ავღანურმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერიძალების (ISAF) მისიაში საქართველოს მონაწილეობა და უსაფრთხოების საქმეში ქართველი სამხედროების მიერ შეტანილი წვლილი. საუბარი შეეხო საქართველოს ჩართულობას "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოხატა ქართული მხარის მზადყოფნა, გაუზიაროს ავღანეთის მთავრობას საქართველოს გამოცდილება რეფორმების კუთხით.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტეროტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილეს.საუბარი შეეხო რეგონული უსაფრთოხოების საკითხებს, მათ შორის უკრაინის კრიზისს". – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად