ირაკლი ღარიბაშვილი: არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება ნაცმოძრაობის ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის შედეგია (ვიდეო)  

“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის წინაშე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარუსლ სხდომაზე განაცხადა.

“დღეს არის მისი გარდაცვალების დღე და კიდევ ერთხელ ჩვენ უნდა დავგმოთ ყველამ ერთად რუსული ოკუპაცია, რომლის შედეგი არის არჩილ ტატუნაშვილის მაგალითი და რეალურად ეს არის არაგონივრული, უგუნური პოლიტიკის შედეგი, რომელიც ნაცმოძრაობის ხელისუფლებამ განახორციელა ჩვენ ქვეყანაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატს და მის მიერ წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტს ნდობა უნდა გამოუცხადონ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...