ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ვეტოსაც უპრობლემოდ დავძლევთ

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე ვეტოს პარლამენტი უპრობლემოდ დაძლევს.

„ისე როგორც სხვა ვეტოები, ამ ვეტოსაც უპრობლემოდ დავძლევთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი შეფასებით, ვეტო დემოკრატიული პროცესია. „ვეტო დემოკრატიული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი პროცესია და რა თქმა უნდა ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტი და მისი კომპეტენციაა. რამდენად ვეთანხმებით, ან არ ვეთანხმებით ამას ეს ჩვენი საქმე და პირადი შეხედულებაა. მე მაქვს ჩემი პოზიცია, მაგრამ ვიმეორებ, ეს პრეზიდენტის კომპეტენციაა,“ – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს, რომელიც ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის გამოყოფას გულისხმობს, ვეტო დაადო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...