ირაკლი ღარიბაშვილი ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა

საქართველოსა და ბელარუსის ურთიერთობები იყო პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრის მთავარი თემა.

პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში, ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გაიმართა, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის მნიშვნელობა.

პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა საქართველოში ბელარუს ბიზნესმენთა დელეგაციისა და საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმის ჩატარების მნიშვნელობას, რომელიც ბიზნესებს შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარებას შეუწყობს ხელს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად