ირაკლი ღარიბაშვილი: 90-იანი წლების სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეა „ნაცმოძრაობაში“ შეკრებილი შულავერის კომიტეტის 80% (ვიდეო)

“თითქმის 80% ამ შუალავერის კომიტეტის, რომელიც ახლა არის შექმნილი ნაცმოძრაობის ოფისში 80% ლიდერების მონაწილეობდნენ 90 წლების სახელმწიფო გადატრიალებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

“რამდენიმე დღის წინ სახელმწიფოს გამოცდა და ტესტი გადაწყვიტა დესტრუქციულმა ძალამ. ტესტი რომელიც წარუდგინა ჩვენს სამართალდამცავ სისტემას, არის გათვლილი იმაზე, რომ მოხდეს ჩვენი პოლიციისა და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის დისკრედიტირება. დემორალიზება ჩვენი გმირი საამაყო პოლიციელების, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევდა მთავრობის სრულ დისკრედიტირებას, რელურად არეულობას და დესტაბილიზაციას.

რა თქმა უნდა ამას ჩვენ არ დავუშვებდით,  არც დავაშვებინებთ, არც მომავალაში დავუშვებთ და ყველა ასეთ გამოწვევას გავცემთ საკადრის პასუხს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...