ირაკლი ღარიბაშვილი 5 მაისს, აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 5 მაისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გაიმართება.

ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს „ზაგულბას” სასახლეში უმასპინძლებს.

დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ალი ასადოვთან. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან.

ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება.

კომენტარები
იტვირთება...