ირაკლი ღარიბაშვილი 27 თებერვალს რუმინეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 27 თებერვალს ვიზიტით რუმინეთს ეწვევა, –  ვიზიტის დეტალებზე  პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუსმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითად საკითხებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. აღინიშნა საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე განიხილეს  საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესები, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტისთვის მზადება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისსამოქმედო გეგმა და ასოცირების შეთანხმების ეფექტური განხორციელებისთვის გადადგმული ნაბიჯები.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა  ბოგდან აურესკუს საქართველოს სუვერენიტეტისა დატერიტორიული მთლიანობის, ასევე  ევროინტეგრაციის პროცესებში რუმინეთის მიერ გამოხატული  მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ბოგდან ლუჩიან აურესკუ 2014 წლის 24 ნოემბრიდან იკავებს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს. 2012 წლიდან არის ბუქარესტის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საჯარო სამართლის მთავარი ლექტორი. 2006 წელს იყო ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი. არის სამართლის მეცნიერების დოქტორი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად