ირაკლი ღარიბაშვილი: “2014 წელს ჩინეთიდან შემოსული ინვესტიციები გაორმაგდა”

“2014 წელს ჩინეთიდან შემოსული ინვესტიციები 2013 წელთან შედარებით გაორმაგდა”, – ამის შესახებ განცხადება პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. პრემიერის თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის დადებული ხელშეკრულება ისტორიულია და მიმდინარე წელს ჩინეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება.

"ჩვენ ხელი მოვაწერეთ ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებას – ჩინეთსა და საქართველოს შორის ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარებისათვის თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმება, გულისხმობს ჩვენი ქვეყნის რეგიონალურ, სავაჭრო და სატრანზიტო ჰაბად, ცენტრად ჩამოყალიბებას. მოხდება საქართველოს საექსპორტო პროდუქციის, მათ შორის, ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა. ასევე, შეთანხმება იქნება მნიშვნელოვანი სტიმული ჩინური ინვესტიციების მოზიდვისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა, ავტომობილების სათადარიგო ნაწილების წარმოება, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება და სხვა.

2014 წელს ჩინეთიდან შემოსული ინვესტიციები 2013 წელთან შედარებით გაორმაგდა. თებერვალში ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი სარკინიგზო ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა. ეს ისტორიული ფაქტია, რადგან აქამდე არსებული საზღვაო კავშირის დამატებით ალტერნატივას წარმოადგენს.

პროექტის განხორციელებით საქართველოს პორტების ისე, როგორც რკინიგზის ტვირთბრუნვა, მხოლოდ ერთი მიმართულებიდან დაახლოებით $100-120 მილიონის დამატებით ფულად ნაკადს უზრუნველყოფსქვეყნის ეკონომიკისთვის. ოქტომბერში, თბილისი, აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს, რომელზეც განხილულული იქნება აბრეშუმის გზის კონცეფცია, სატრანსპორტო ლოგისტიკა და ვაჭრობის საკითხები”, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად