ირაკლი დოლაბერიძე: ტაეკვონდოში არსებულ ვითარებაში სამინისტროს მომრიგებლის ფუნქცია გააჩნია

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე ტაეკვონდოს ფედერაციის წარმომადგენლებსა და მწვრთნელებს შეხვდა, რომლებიც ფედერაციაში არსებული მდგომარეობით უკმაყოფილონი არიან.

„ქართულ ტაეკვონდოში არსებულ ვითარებაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მომრიგებლის ფუნქცია გააჩნია დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ჩვენ შევთანმხდით იმ კონკრეტულ საკითხებზე, რისი გადაწყვეტაც სამინისტროს შეუძლია და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ჩვენ შეგვიძლია შუამავლის როლის შესრულება. განხილულ თემებს შორისაა სუბიექტების ფედერაციაში გაწევრიანების საკითხი, სხვადასხვა კომიტეტის, მათ შორის მწვრთნელთა და სამსაჯო კომიტეტების ერთობლივად დაკომპლექტება, ასევე წესდებაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა. ამ საკითხების ირგვლივ ჩვენი პოზიცია ემთხვევა ერთი მხარის პოზიციას და ჩვენი ინფორმაციით ფედერაციის ხელმძღვანელობაც მზადაა თანამშრომლობისთვის. რაც შეეხება ფედერაციის პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნას – სამინისტროს კომპეტენციას სცდება გადაწყვეტილების მიღება ფედერაციების პრეზიდენტების დანიშვნისა და მოხსნის თაობაზე, შესაბამისად, ჩვენ ვერ განვიხილავთ ამ საკითხს.“- აცხადებს დოლაბერიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...