ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდელების მხარდაჭერის იმედი მაქვს, დაე, ძლიერმა გაიმარჯვოს

“ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მას ზუგდიდელების მხარდაჭერის იმედი აქვს.

“დარწუნებული ვარ, რომ წარმატებით დავასრულებ საარჩევნო კამპანიას, ყველაზე მთავარი გამოწვევა კი ზუგდიდსა და როგორც მთელ საქართველოში, ასევე სამეგრელოშიც არის ეკონომიკური განვითარება. ჩვენ განსაკუთრებით გვტკივა, განსაკუთრებით ვგრძნობთ იმ ტკივილს, რომელიც ოკუპაციით არის მოტანილი.

არსებობს მრავალი გამოწვევა და ეს გამოწვევები, რა თქმა უნდა, არის ადგილობრივი მნიშვნელობის გამოწვევები, მე ამ გამოწვევებს კარგად ვიცნობ, მისაუბრია ამ გამოწვევებზე სხვადასხვა ამპლუაში და სხვადასხვა რანგში ბევრ რაღაცაზე მიღწეულია შედეგი.

რაც ახლა ხდება ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ეს არის ძალან მნიშვნელოვანი, ასეთი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები ზუგდიდში არასდროს განხორციელებულა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდი კვლავ გახდება ის რეგიონალური ცენტრი და არა მხოლოდ სამეგრელოს რეგიონალური ცენტრი, არამედ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ცენტრი, რომლის პოტენციალიც და საშუალებაც მას აქვს.

ჩემი წინა საარჩევნო კამპანია არ იქნება მშვიდი და ჩემს ოპონენტებს ვთავაზობ ინტენსიურ საარჩევნო კამპანიას იმიტომ, რომ მე არ მჩვევია მშვიდად და წყნარად კამპანიის ჩატარება, მექნება ძალ ინტენსიური შეხვედრები. ჩემი შეთავაზება იქნება, რომ გვქონდეს სამართლებრივი შეჯიბრებითობა, დაე ძლიერმა გაიმარჯვოს და დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნების მხარდაჭერით ამ გამარჯვებას მივაღწევ”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად