ირაკლი ჩიქოვანი: თელავისა და ახალციხის მუნიციპალიტეტშიც კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება

ამის შესახებ საქართველოს პრემიერის გიროგი გახარაიას პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„გვაქვს 110 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21 პირი. როგორც ცნობილია, საქართველოს მასშტაბით 7 მუნიციპალიტეტის საზღვარზე ამოქმედებულია, ფაქტობრივად, კარანტინის რეჟიმი და მოწყობილია სპეციალური გამშვები პუნქტები, რომელიც მოაწყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ძალებმა. ამ პუნქტებზე მიმდინარეობს ჩვენი თანამოქალაქეების თერმოსკრინიგნი.

ამავე დროს, საკორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ანალოგიური რეჟიმი ამოქმედდება თელავისა და ახალციხის მუნიციპალიტეტში. დღეს კომენდანტის საათი შედის ძალაში და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება აიკრძალა და სამართალდამცველები მკაცრად გააკონტროლებენ ამ შეზღუდვას. ამოქმედდა ცხელი ხაზი 144 და გუშინვე ძალიან ბევრი ზარი შემოვიდა. ამ ხაზის შესაძლებლობა გაიზრდება. ჩვენ თანამოქალაქეებს ამ ხაზის მეშვეობით ექნებათ შესაძლებლობა შეზღუდვებთან დაკავშირებით მიიღონ ინფორმაცია. შეზღუდვის სიზუსტეზე გამოქვეყნებულია საქართველოს დადგენილება და ეს შესაძლებელია იხილოს ყველამ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს მაცნეს ვებ-გვერდებზე“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად