ირაკლი ჩიქოვანი: სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი პოლიტიკურად მოტივირებული შეფასებებია

სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი პოლიტიკურად მოტივირებული შეფასებებია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას პრესპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ეს პოლიტიკურად მოტივირებული შეფასებებია კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხრიდან, ეს ერთი და მეორე, რაც შეეხება კონკრეტულ დაპირისპირებებს.

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ხშირ შემთხვევაში, ახალგაზრდების ჩარევას და ემოციურ ფონზე მათი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ. ეს ერთი მხრივ ძალიან ცუდია, მეორეს მხრივ გეტყვით, რომ სამართალდამცველები გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ არანაირი ძალადობის ფაქტი არ მოხდეს.

ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ სამართალდამცველებმა მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ შუაში მდგარიყვნენ იმ დაპირისპირებულ მხარეებს შორის და არ მივსულიყავით რაიმე ფორმის დაზიანებებთან, რომელიც გამოუსწორებელი იქნებოდა”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად