ირაკლი ჩიქოვანი: ანაკლიის პორტს “ქართული ოცნების” ხელისუფლება აუცილებლად ააშენებს

“ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ანაკლიის პორტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. ამის შესახებ მან “აიპრესთან” საუბრის დროს განაცხადა.

“ზუგდიდისთვის და არა მხოლოდ ზუგდიდისთვის, მთლიანად საქართველოსთვის ანაკლიის პორტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. ჩვენ კარგად გვესმის, “ქართული ოცნების” ხელისუფლებას კარად ესმის, რომ არის ძალიან ბევრი პოლიტიკური სპეკულაცია და მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. ანაკლიის პორტს “ქართული ოცნების” ხელისუფლება აუცილებლად ააშენებს და ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად